რუსეთმა ღამით ისევ შეუტია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს

Published:

ღამით რუსეთმა “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კიდევ ერთხელ დაარტყა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის რამდენიმე რეგიონში.

საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ მტერმა გაუშვა 17 დრონი და ასევე Х-59 ტიპის რაკეტა. მისივე ცნობით, 16 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.

უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ამ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში იყო გააქტიურებული. მოხსენების თანახმად, ღამის განმავლობაში ამ ოპერატიულ ზონაში შვიდი ჭურვი ჩამოაგდეს – ოთხი დნეპროპეტროვსკის ოლქში და თითო ხერსონის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.

კრივოი როგში ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა  ენერგეტიკულ ობიექტში. შედეგები ზუსტდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img