ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნთ პეტიცია შეიქმნა

Published:

სალომე ზურაბიშვილს ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პეტიციითაც მიმართავენ. ინიციატორი მოძრაობა “სირცხვილია”. ორგანიზაცია პირდაპირ წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკური საქმეების შესახებ ხელისუფლების სურვილებს ემორჩილება. , ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ერთადერთი, ვისაც ა 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობიდან დახსნა შეუძლია, საქართველოს პრეზიდენტია.

მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს: თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ 2023 წლის მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში – შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი, – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში.

პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია ელექტრონულად, ამ ბმულზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img