გალანტი – ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე

Published:

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ოპერატიული სიტუაცია შეაფასა.

“შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. მოყენებულ ზიანი ძალიან მცირე იყო – ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

”ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა – უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყურადღება ისრაელის თავდაცვის ძალებისა და Homefront Command-ის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციების მიმართ. მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ჩვენ შევაჩერეთ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა და ჩვენ ეს წარმატებით გავაკეთეთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img