მდინარაძისთვის მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა – ოდიშარია

Published:

უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ, ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია – ბევრს გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა, ემანდ, პირიქით არ გამოვიდეს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

ოდიშარია ყველა მხარეს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

„არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროპაში, ღირსებით. ახლა გციტირებთ თქვენ, ბატონო მამუკა [მდინარაძე], რადგან თქვენ იქეცით ფლაგმანად, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ კანონპროექტზე და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, მაღალი პოლიტიკური შეგნებისთვის და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას მოვუწოდო დამშვიდებისკენ. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება და ამაში მკაცრი და ჯანსაღი იქნება. ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა. ე, მანდ, პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით, პირიქით წახალისება. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ ყველა მხარე. უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მიუხედავად ამისა, მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა იყოს, თუმცა სახელი ყველაფერს უნდა დაერქვას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img