ონისე ონიანი – ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით

Published:

ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით – ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა “პირველებთან” განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ “სახელოსნო 42”-ის სცენაზე იყო იმის დემონსტრირება, რომ თეატრის მთელი დასი რუსთაველის მთავარ გამზირზე, ხალთან ერთად იდგა.

რაც ხდებოდა ქუჩაში, იმის პარალელურად, ჩვენ აქ ვიბრძოდით. ანუ, ჩვენი საბრძოლო ლოკაცია იყო სცენა და ვცდილობდით ჩვენი საქმე გვეკეთებინა. როდესაც ბოლოს ვთქვით “არა რუსულ კანონს”, ამით ჩვენ ვთქვით ის, რომ ჩვენ ვიყავით იქ, სადაც ხალხი იდგა და დგას და ამითი ბოდიში მოვიხადეთ, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და იქ არ ვიდექით. ეტყობა აქედან გამომდინარე, ზოგადად, რაც ხდება ქუჩაში და ქვეყანასი, ჩვენ სხვა მუხტით ვთამაშობდით და სხვა მუხტი მოდიოდა ნამდვილად”, – ამბობს ონისე ონიანი.

“არა რუსულ კანონს!” – საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ, “სახელოსნო 42”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე (ჭოლა) რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო მოწოდებებს თეატრიდან შეუერთდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img