ვედანტ პატელი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე – ამ კანონმდებლობის შინაარსი შემაშფოთებლად მიგვაჩნია 

Published:

საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის რეზოლუციას ვაშინგტონში ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აცხადებს, რომ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობენ და კონსულტაციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

ვედანტ პატელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტი ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა.

“ჩვენ უკვე რამდენიმე კვირა ვსაუბრობთ ამ ინიცირებულ კანონპროექტზე და გავიმეორებ იმას, რაც ადრე გსმენიათ: ამ კანონმდებლობის შინაარსი შემაშფოთებლად მიგვაჩნია. ეს ისეთი კანონმდებლობის მსგავსია, რომელსაც კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვხედავთ, რომლებსაც მედიაორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გამოცდილება აქვთ. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან შეუსაბამოა, რაზეც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია”, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img