ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა

Published:

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით “შეთანხმება მიღწეულია”.

“არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არსებობს საკანონმდებლო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, საჭიროდ არ მიგვაჩნია”, – აღნიშნა ბჟანიამ.

ე.წ. პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფო აგარაკის თემას იმისთვის იყენებენ, რომ “მოახლოებული [საპრეზიდენტო] არჩევნების წინ სიტუაცია დაიძაბოს”.

“გადაწყვეტილება მიღებულია – სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა. გადაწყვეტილება, რომელზეც აფხაზეთის ყველა ლიდერი თანხმდებოდა”, – დაამატა პუტინის მარიონეტმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების “რატიფიცირება” ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img