მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციამდე 3 დღე რჩება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილ მასშტაბურ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება სახელისუფლებო ძალის პოლიტიკის მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოა.
“ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ, ამ უსამშობლოებს, საქართველო არის ეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, არა დაძაბულობას, არა ქაოსს, არა ლგბტ პროპაგანდას, არა ჩაშვების ინსტიტუტს, არამედ მშვიდობასა და მშვიდობიან განვითარებას, მშვიდობიანად ევროინტეგრაციას, მშვიდობიანად ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობიანად ჩვენი უფროსებისა და კულტურის პატივისცემას”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.