პაპუაშვილი – დეზინფორმაცია და ტყუილია, ვითომ სახელმწიფოსგან რაიმე ქონება შევიძინე

Published:

ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომ ვითომ სახელმწიფოსგან რაიმე ქონება შევიძინე – რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ის დარეგისტრირდა რეესტრში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გასაჯაროებული დოკუმენტები, რომელშიც მის მიერ მიწის ნაკვეთის 1 ლარად შესყიდვა არის ასახული, მედიასაშუალებების მხრიდან დეზინფორმაციაა.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, რომელიც „ნეტგაზეთმა„ და “ბათუმელებმა” გაავრცელეს, ნახეთ, რომ ბოდიშის მოხდა მოუწიათ ამის გამო. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომ ვითომ სახელმწიფოსგან რაიმე ქონება შევიძინე. არანაირ კავშირში არ არის სახელმწიფოსგან შეძენასთან. ეს არის პაპაჩემისეული მიწა, რომელიც პაპაჩემს ჰქონდა, შემდეგ კი მე და ჩემს ბიძაშვილს ერთად. ერთ ლარად იმიტომ არის, რომ ფაქტობრივი თანასაკუთრება იყო წლები, ჯერ გვქონდა იჯარა – გამოსყიდვით. 14 წლის წინ შევისყიდეთ, შემდეგ მოხდა ამის გამიჯვნა. რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ის დარეგისტრირდა რეესტრში და რომელიც არის ნასყიდობის ხელშეკრულებით. სამწუხაროა, რომ „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ არიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც მალავენ დამფინანსებლებს, რომლებიც სავარაუდოდ ფინანსდებიან “ევროპის დემოკრატიისა” და “ამერიკის დემოკრატიის” ფონდებიდან. ეს არის ორი ორგანიზაცია, რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს. ზუსტად ეს ორი დონორი იყენებს ამ ორ მედიასაშუალებას, რომ თავს პარლამენტის წევრებს დაესხან და რამენაირად ზიანი მიაყენონ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი [„უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“] ასევე მათ გამჭვირვალობასაც ეხება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img