უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ოთხი თბოელექტროსადგური და ტექნიკა.