აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია

Published:

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, ეს პოზიცია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველოს მიერ.

„მე მასალას გავეცანი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img