სოციალურ მუშაკთა გაერთიანება – უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!

Published:

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება რუსულ კანონს გმობს და უარს ამბობს უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე.

“ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის  დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია.

ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის. სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!”, – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img