ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ზომიერი პროგრესი არსებობს, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა.
ბლინკენმა რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ირანი რეგიონში არასტაბილურობის ყველაზე დიდი წყაროა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ წინ ორი შესაძლო გზა არსებობს – ერთ-ერთი გაყოფილია უთანხმოებით, ნგრევით, ძალადობით და მუდმივი დაუცველობით, თუმცა საუდის არაბეთში მისმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ რეგიონში გაცილებით მეტი ერია დაინტერესებული მეორე გზით და ეს გზა არის უფრო მეტი ინტეგრაციის, მეტი უსაფრთხოების, მეტი მშვიდობის გზა.
„ბევრ ჩვენგანს სურს ამ გზას გაჰყვეს” – აღნიშნა ბლინკენმა.