ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

Published:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე გააძევა.

ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინა ასევე დაატოვებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელს ლიკა საჯაიას.

„დატოვეთ დარბაზი, ბატონო გიორგი და ზრდილობა იქონიეთ და კორექტულად. იცოდეთ სად ვის როგორ მიმართო. დატოვეთ დარბაზი. ჩემი გადაწყვეტილებით ტოვებთ დარბაზს. ზრდილობა იქონიეთ, ვინმეში არ შეგეშალოთ,“ – მიმართა ოხანაშვილმა გიორგი გოდაბრელიძეს.

გარდა ამისა, ოხანაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, ლიკა საჯაიას მიმართა, რომ მას უფლებას არ მისცემს, დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენოს.

„დატოვეთ, დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. უზრდელად მოქცევის საშუალებას არ მოგცემთ,“ – მიმართა ოხანაშვილმა საჯაიას.

ცნობისთვის, მანამდე ოხანაშვილმა დარბაზიდან 8 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე და ლევან ხაბეიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img