პარლამენტი ქალთა კვოტირების გაუქმების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

Published:

პარლამენტი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება, კენჭისყრა დღეს გაიმართება. მეექვსე ვეტო სალომე ზურაბიშვილმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონს 2 კვირის წინ დაადო – იგივე მოტივით, რაც წინა შემთხვევებში.

მისი შეფასებით, ცვლილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯია.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 4 აპრილს, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

“გირჩის“ მიერ ინიციირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img