მაჭარაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ჩააბარა ანგარიში, რა ბრძოლა მოუწია

Published:

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა, აქამდე რა ბრძოლა მოუწია, რის გამოც ჩვენ დღეს სუვერენული სახელმწიფო ვართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ასევე გასცა დაპირება, რომ 2030-სთვის სუვერენული სახელმწიფო ვიქნებით და ევროკავშირში ღირსებით შევალთ.

„ამას რეალური საფუძვლები აქვს. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი, სუვერენიტეტის გზით და ქართული ღირებულებებით მივდივართ წინ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში მიღება ქართული საზოგადოებისთვის პირველ რიგში, ქართული ღირებულებების დაცვა და შემდეგ ევროპული ღირებულების დაცვაა, ჩვენ არსად არ მივდივართ – არც ჩრდილოეთში, არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც დასავლეთში – აქ ვცხოვრობთ, ქართული ტრადიციებით, როგორც ევროპული ტიპის ქვეყანა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img