ოხანაშვილი ოპოზიციას – მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს!

Published:

მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს! – ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.

„ჩვენმა საზოგადოებამ 29 აპრილს გაგცათ პასუხი, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ გამოხატავს მშვიდობიანად პოზიციას – ვინ არიან მოძალადეები და ვინ ახალისებს ძალადობას!“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად მიმდინარეობს. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img