დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივა. ილია დარჩიაშვილის მოსმენა ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში.
დარჩიაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.