“არა რუსულ კანონს!” – დღეს, 18:00 საათზე, თელავში აქცია დაანონსდა

Published:

დღეს თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან, 18:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან Free Movement, არა რუსულ კანონს და ყვარლის ევროკლუბი.

“არა რუსულ კანონს! – აქცია თელავშისამშაბათს, 7 მაისს, 18:00 საათზე ვიკრიბებით ერეკლე მეორის ძეგლთანრათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ ქართულ ოცნებასრომ არ მივცემთ საქართველოს ევროპული კურსის ცვილების უფლებას!

დავდგეთ ერთადშევუერთდეთ ქვეყანაში მიმდინარე ურყევ პროტესტ და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვისგელოდებით! მათვისაც აქციაზე დასწრების სურვილი გაქვთ და ტრანსპორტირების პრობლემა გაქვთგთხოვთ დაგვიკავშირდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img