“ქართული ოცნების” ახალ ფეისბუქ-კამპანიას “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება და წერს, რომ ძველი პროპაგანდა გაცვდა, შესაბამისად მმართველი პარტია იძულებული გახდა მესიჯბოქსი შეეცვალა:
“არა რუსულ კანონს” ბანერსა და წარწერას ებრძოდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შლიდნენ და ხევდნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ვერ ამარცხებენ ამ ბუნებრივ, ქართულ ამოძახილს, თან ეტყობათ ყველგან რომ უმცირესობაში არიან – და ასეთი თვალშისაცემი რომ არ იყოს მათი სიმცირე, შერჩენილი გულშემატკივრებიც რომ არ ჩამოეფანტოთ – “არა რუსულ კანონსო” დაიწერეს.
გაცვდა პროპაგანდა, ყველა მხრიდან გაცვდა – აღარც ნაცების ტოქსიკა მუშაობს, მათი მნიშვნელოვნად დასუსტების გამო, აღარც აკერმანის ბაკურიანის გეგმა, აღარც სოროსის….
სხვა დროა, სხვა ხალხია, სხვა პროცესია და სხვა პროტესტია, ხალხმა ოცნება უკვე აქცია წარსულად.
P.S. კახა კალაძე ვინც რუსულ კანონს ვაპროტესტებთ, ყოველდღე ვიკრიბებით პარლამენტთან, წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ….” წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დღეს სოციალურ ქსელებში აზიარებენ “ქარდებს”, სადაც წერია -“არა რუსულ კანონს, კი- ევროპას; კი – გამჭვირვალობას”.