ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად ნიკოლოზ სამხარაძეა დანიშნული

Published:

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. საარჩევნო უბნები დილის შვიდ საათზე გაიხსნა. ქვეყნის პარლამენტში 120 ადგილია და მანდატის მოსაპოვებლად 1700 ზე მეტი კანდიდატი იბრძვის სხვადასხვა პარტიიდან და კოალიციიდან.

ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა ევროკავშირში გაწევრიანებაა. არჩევნების პროცესს აკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ეუთოს, ოდირის, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეა დანიშნული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img