გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათი გაუქმებულია. “რენთან” გაძევების შემდეგ, ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა, საკითხი განიხილა და არბიტრის მიერ ნაჩვენები წითელი ბარათი ყვითლით ჩაანაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეცის” თავდამსხმელს მომავალ ორ მატჩში მონაწილეობის უფლება ექნება.
მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა. საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში ქართველის ანგარიშზე 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.