საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გაგრძელება, – ასე აფასებს “ლელოს” წევრი საბა ბუაძე “ოცნების” აანონსებულ რეპრესიებს, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სპეციალურ სიაში შეყვანას ითვალისწინებს. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა რუსული სპეცოპერაციის გაფართოებას ცდილობს.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ “ოცნების” განზრახვას საზოგადოებაში დაპირისპირების გაჩენა წარმოადგენს.
“საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით აკეთებენ ისებს, აკეთებენ რეესტრებს და ამით ცდილობენ, რომ კიდევ დამატებით გააფართოონ ის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ატარებენ. ძალიან კარგად ჩანს მათი განზრახვა: ეს არის საზოგადოების დაყოფა, დაპირისპირება, დამატებით კიდევ იარლიყების მიკერება, როგორც ხდებოდა ბოლშევიკების დროს. ესენი არიან ბოლშევიკების პოლიტიკური მემკვიდრეები,” – ამბობს საბა ბუაძე.