პრეზიდენტი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს ხვდება

Published:

პრეზიდენტი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ უარყოფილი და მოძალადებად გამოცხადებული მომიტინგეები ათონელის სასახლეში შეხვედრაზე დაიბარა.

პრეზიდენტი რომ ახალგაზრდების პროტესტით განსაკუთრებით კმაყოფილია, ამას მისი განცხადებებიც ადასტურებს. ახლა საინტერესოა, რა აქვს სათმქმელი პრეზიდენტს იმ მომიტინგეებისთვის, რომლებიც დღეს ქვეყნის პრემიერმა ილია ჭავჭავაძის მკვლელებს შეადარა.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ფართოდ გვაჩვენა, რა გველის იმ შემთხვევაში თუ ეს კანონი გავა. ნებისმიერ ჩვენგანს, როდესაც ხელისუფლებას დასჭირდება, მოგვადგება კარზე, იქნება ეს პოლიციის ძალების მცრიდან თუ იქნება მათი მოგზავნილი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც რომ არ მოგვადგნენ კარზე, წინასწარვე უნდა აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რაც ამ ქვეყანას აქვს,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img