ბრიტანეთის საელჩო “ოცნებას” მოუწოდებს, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება

Published:

ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, აღიკვეთოს პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომებირათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებსუკანონო დაკავებებსცემას და პოსტერებსრომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავსადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომასმისი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. რამდენიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამჯერად სიცოცხლის მოსპობის მუქარითაც ურეკავენ. ზარები ხორციელდება მათ ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img