19:00 საათზე სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბენიან და პარლამენტთან მარშით მივლენ

Published:

დღეს 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სტუდენტური მარში გაიმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტთან ერთად მივლენ. 

“დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

1. ვუთხრათ – არა რუსულ კანონს!

2. ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს!

3. ვუთხრათ – არა ძალადობას!

4. ვუთხრათ – კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას! პასუხი ისევ ერთია – ვერ შეგვაშინებთ”, – აცხადებენ ორგანიზატორები. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img