იენს სტოლტენბერგი – ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს

Published:

ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობითი ომის წარმოების შესაძლებლობას აძლევს, ჩინეთია.

„იგი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ისინი რუსეთს შეიარაღებისთვის და მოწინავე ტექნოლოგიებისთვის კრიტიკულ კომპონენტებს აწვდიან, რაც რუსეთს რაკეტებისა და დრონების წარმოების საშუალებას აძლევს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირანი რუსეთს დრონებს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მასალასა და იარაღს აწვდის.

„ასე რომ, რუსეთის მეგობრებს აზიაში, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ რუსეთის შესაძლებლობისთვის, რათა იგი ევროპელ მეგობარს, ნატო-ს მეზობელს ებრძოლოს. იდეა, რომ ჩვენ აზიისა და ევროპის გამოყოფა შეგვიძლია, აღარ მუშაობს. ისინი ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img