სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ ისევ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

Published:

პარლმანეტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ ისევ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. “ოცნების” დეპუტატები ამჯერად პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლამ გააღიზიანა.

დეპუტატები მასთან მიიჭრნენ, აგინეს, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

“ვინ ურეკავდა შვილებს ერთი გამაგებინე, არაფერი შეგეშალოს, ნაცმოძრაობაში ხომ არ გერევი, არავიში არ შეგეშალო, დამშვიდდით ყველა, თქვენ სიტყვაში თქვით თქვენი სათქმელი, აქ ის ხომ არ გგონიათ მართლა, 20 სპეცრაზმელი რომ ერთ ადამიანს ურტყამდა ესეც რომ არ დაგმეთ ესეც სიყვარულით გააკეთეთ? ვინც 2012 წელს იქ იდგა, მართლა გულწრფელად საკუთარი საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა, ეგ ხალხია დღეს ისევ ქუჩაში. ეგ ხალხია ზუსტად დღეს ქუჩაში და არჩევნების შემდეგ რომ პირდებით ენმ-ის გასამართლებას”, – ამბობდა ლილუაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img