“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, “ქვეყანაში მილიციური რეჟიმია დამყარებული”.
“პოლიციური კი არა, მილიციური რეჟიმია საქართველოში დამყარებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს სახლებში უვარდებიან. უკაცრავად, მაგრამ ეს დიტო სამხარაძისა და ამ გუნდის დაორგანიზებულია და ისინი არც მალავენ ამას. შესაბამისად, ცხადია, გამოიწვია გაღიზიანება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ ღიად. როცა ლაპარაკობენ სარწმუნოებაზე, აღდგომის კვირაში დასდევდნენ ადამიანებს სახლებში. ქალებს, ცოლებს ბავშვებთან ერთად სცემდნენ, ეს ხომ ყველამ ვნახეთ, მაგრამ ძალა ხალხშია,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“სტრატეგია აღმაშენებლი” ლიდერი ხაბეიშვილის მოსაზრებებს იზიარებს.
“სამხარაძეს ლევან ხაბეიშვილმა უთხრა სიმართლე და სიმართლე ყოველთვის აღიზიანებს ამ ადამიანებს. ვეთანხმები ლევანის ყველა სიტყვას და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი დგას ამ ძალადობების უკან პერსონალურად. ვნახეთ ჩანაწერები, სადაც თვითონ რეკავს უცნობი ნომრებით და თვითონაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.