იაგო ხვიჩია – აქცია უნდა მართონ პოლიტიკოსებმა

Published:

დღეს აქციების მთავარი პრობლემაა ორგანიზატორები, რომლებიც არ აღიარებენ, რომ ამ აქციას თავად მართავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია პოლიტიკოსებმა უნდა მართონ.

„აქცია უნდა მართონ პოლიტიკოსებმა. ვინაიდან პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, შეიძლება, ვიღაცას „უტყდება“ იქ გასვლა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. მზად ვართ, ამ პროტესტის სათავეში აღმოვჩნდეთ და არ დავშალოთ უაზროდ, როგორც ამდენი ხნის განმავლობაში “ენჯეოშნიკები” და ჩემი დანარჩენი კოლეგები შლიდნენ. რასაკვირველია, აქციები პოლიტიკური მოთხოვნებით უნდა დაიტვირთოს. ყველა მოთხოვნა პოლიტიკურია, რაც არის და რაც ჟღერდება. იმდენად ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ არჩევნებამდე რამენაირად უნდა მივიდეთ და არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. მე არ ვიცი, რამდენად რთულად იქნება ეს გზა გასავლელი, რამდენად ნერვიულობით დატვირთული, მაგრამ ვიცი, აქამდე რამენაირად მისაღწევია და ყველაფერი მას შემდეგ არის გასაკეთებელი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img