ო’ბრაიანმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ივანიშვილის სანქცირებაზე იმუშავებენ

Published:

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ მაღალჩინოსანმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ობრაიენი განმარტავს, რომ სანქციების დაწესება ერთ ღამეში არ ხდება და ამას ძლიერი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. 

 “ეს არის საკითხი, რომელზეც ვიმუშავებთ. Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებითა და ძალიან ძლიერი სამართლებრივი საფუძვლით. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება“,- ამბობს ჯიმ ო’ბრაიენი.

      Related articles

      spot_img

      Recent articles

      spot_img