დეპუტატები საგამოძიებოს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

Published:

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაწყებული გამოძიების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.

კერძოდ, დეპუტატები მოითხოვენ პასუხს შემდეგ კითხვებზე:

  • შედგა თუ არა თითოეულ დაკავებულზე დაკავების ოქმი,
  • კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში. სადაც მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ.
  • ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები.
  • ვინ და ზუსტად რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა კლინიკაში მიყვანის ფაქტი.
  • ვინ დაიკითხა და დაიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეებზე

დეპუტატებია აღნიშნავენ, რომ კაციტაძე ვალდებულია საზოგადოებას ამ საკითხზე ანგარიში წარუდგინოს.

დეკანოიძისა და კორძაიას თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თითოეულ ფაქტზე არსებობს შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.

“მშვიდობიანი აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცებია ოპოზიციონერი რამდენიმე პოლიტიკოსი. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფ არაერთ პირს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულზე წიხლებით დგებოდა, დაფიქსირდა მათ შორის არაადამიანური მოპყრობის ფაქტები”- თქვა დეკანოიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img