“დიდი შვიდეულის” ქვეყნები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ევროკავშირის ინიციატივას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის შესახებ, – ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ევროკავშირის წინადადებას მხარს დაუჭერენ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 24-25 მაისსაა დაგეგმილი.
ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ დისკუსიები ეხება რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას და არა უშუალოდ ქვეყნის აქტივებს. აღნიშნულია, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მხარდაჭერა და მყარი სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს.