17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობები გაიმართება. ამ წუთებში სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის ტაძარში იკრიბება, სადაც ერთ საათში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც სამების ტაძრისკენ მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობის ბოლოს სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. დედაქალაქთან ერთად, მსვლელობები მოეწყობა მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმში.
მთავრობის დადგენილებით, წელს, 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.