საგარეოს მტკიცებით, დიპლომატიურ უწყებებში 26 მაისის მიღება “ტექნიკური მიზეზებით” გადაიდო

Published:

საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ დიპლომატიური უწყებების ნაწილში 26 მაისის საზეიმო მიღება “ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ჩატარდება”.

უწყების მტკიცებით, “დამკვიდრებული პრაქტიკაა”, რომ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება, საელჩოს სახელით გამართულ მიღებაში კი “მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი”.

“ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს.

წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს – ივნისის ბოლოსაც კი.

ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.

სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ”- ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img