Პაატა მმანჯგალაძე – რუსულ კანონს თუ გადაკრასკავ და დააწერ ევროპას, ის არ გახდება ევროპული

Published:

საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კანონის გამოკეთება შეუძლებელია.

“პრეზიდენტს რასაც უნდა იმას დაწერს, თუმცა ეს სიმბოლური იქნება და ის არ იქნება, რაც “ქართულ ოცნებას” უნდა. ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა. რუსულ კანონს თუ გადაკრასკავ და დააწერ ევროპას, ის არ გახდება ევროპული ამით. “ქართულ ოცნებას” ვენეცია თუ აინტერესებდა, ასე დაჩქარებული წესით კი არ მიიღებდა მესამე მოსმენით ამ კანონს,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img