რუსული კანონის საწინააღმდეგოდ დღეს 2 აქცია გაიმართება

Published:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.

შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით – „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება.

„არ ვშინდებით, არ ვიღლებით – ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!”- აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Ე. Წ. Რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილი, 17:00 საათზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, საქართველოს ეროვნულ არქივთან შეიკრიბება. მათი მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.„ახლა გაჩერების დრო არ არის. საჭიროა მკაფიო ნაბიჯები, ქვეყანას ჩვენი ერთობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img