თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს ლექციების უფლება ჩამოერთვას. ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებელთან აქცია გამართეს. მათი თქმით, არ სურთ ეგრედ წოდებული რუსული კანონის მომხრე ლექტორი.
ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა შენობის შიგნითაც სცადეს, თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ცნობისთვის, დღეს 18 საათზე უცვლელი მოთხოვნით ახალგაზრდების მარშუ იგეგმება სხვადასხვა ადგილიდან. 10- მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთელზე და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
“ბოლო ზარი აქციაზე” – ამ სახელწოდებით კი, მე-12-ე კლასელები განათლების სამინისტროსთან მივლენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.