ივანიშვილი ცდილობს, ქართული ეკონომიკა ჭიპლარით მიაერთოს კრემლზე – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე “პირველებთან” აცხადებს.
ბუაძის თქმით, ქართველ ოლიგარქს სურს, რომ სრულად საქართველოს ეკონომიკა სრულად გახდეს დამოკიდებული რუსულზე, რასაც შეიძლება, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.
“ქვეყანა სრულად ხდება დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე და ამას აკეთებს ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ ჭიპლარით მიაერთოს ქართული ეკონომიკა კრემლზე და რუსეთზე, რასაც დამღუპველი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის და რუსული კანონის ამოქმდებამდე, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ძალიან სერიოზულ რისკებს, რომლსი წინაშეც საქართველო დადგება ევროპული და დასავლური ეკონომიკებიდან ჩამოშორების შემდეგ”, – ამბობს საბა ბუაძე.