გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ევროპელი მაღალჩინოსანი პლატფორმა X-ზე წერს.
როთი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
კიდევ ერთი კვირა, რათა ევროკავშირმა თბილისს სოლიდარობის ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს: ჩვენ ყველა იმ ქართველის გვერდით ვდგავართ, რომლებიც ევროპის გულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი,- წერს მაიკლ როთი.