ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები ავრცელებენ.
„დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი აცხადებენ, რომ ჩვენ პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ. თითოეული ჩვენგანი ახლა ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით კი, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ მისი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.
შეგახსენებთ, დღეს, პალესტინის სახელმწიფო ნორვეგიამაც აღიარა, ხოლო ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან ელჩები გაიწვია.