არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ “ოცნება” გეგმავს რევოლუციას – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი კახა კალაძეს სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს.
კახა კალაძე, აშკარად არასწორად გაიგე რაღაც:
არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!- წერს როთი.
მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! – ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.