გიორგი კაპანაძე – დიდი ალბათობით, აშშ-ს სანქციებს შეუერთდება დიდი ბრიტანეთიც

Published:

“რა ხდება სანქციების ამოქმედების შემთხვევაში:

1. სავიზო და ფინანსური სანქციები რუსული კანონის ლობისტებს, მხარდამჭერ დეპუტატებს, მოძალადეებს, დამრბევებს, ორგანიზატორებსა და მათი ოჯახის წევრებს…

2. სავიზოს გარდა, სენატში რეგისტრირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებსაც – ანგარიშების გაყინვა.

3. წვდომის შეზღუდვა ნებისმიერი სახის საკუთრებაზე.

4. სანქცირებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების დეპორტაცია აშშ-დან.

5. სანქცირებულ პირებთან ან მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების ანგარიშების, აქტივების გაყინვა, ამ კომპანიებისთვის საბანკო ტრანზაქციების შეზღუდვა.

6. აშშ-ს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები, როგორც წესი, იწვევს წვდომის შეზღუდვას სხვა ვალუტებზეც, მათ შორის ლარზეც, რადგან შესაძლებელია, ქართულ ბანკებს მოსთხოვონ რომ ქართულმა ბანკებმა, ლარის ანგარიშები გაუყინონ სანქცირებულთა სიაში მყოფ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქვთ ბერკეტი რომ ამ ბანკებს შეუზღუდონ დოლარში ანგარიშსწორება.

7. დიდი ალბათობით, აშშ-ს სანქციებს შეუერთდება დიდი ბრიტანეთიც, ყველა ზემოთჩამოთვლილი ბერკეტით.

8. დიდი ალბათობით, სანქციებს შეუერთდება ევროკავშირიც, იმ ბერკეტებით, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა არ სჭირდება.

9. აღარაფერს ვამბობ უდიდეს პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანზე…” – წერს გიორგი კაპანაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img