იონათამიშვილი – ფაქტია, ჩვენზე შანტაჟი ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ

Published:

ქართული საზოგადოება ამაყი და თავისუფალია. არავის აქვს უფლება, მას შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბროს, მით უმეტეს, მეგობრის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები.

„სანქცირების საფუძველს როდესაც ვკითხულობდი, მიზეზად დასახელებული იყო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს. როდესაც ცხრა წლის მანძილზე ეს კრიმინალური სინდიკატი იყო ხელისუფლებაში, სწორედ რომ ისინი უთხრიდნენ ძირს ქართულ დემოკრატიას, მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. ეს კრიმინალური სინდიკატი ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს და როცა ამის შემჩნევა არ ხდება და ახლა დემოკრატიის სახელით ვინმესთვის სანქციის დადება უნდათ, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს. ფაქტია, ჩვენზე შანტაჟი ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ. პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა უფრო გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img