კრამონის მიმართვა – EU შტატების მსგავს სანქციებს “ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ?

Published:

ამერიკული სანქციების შემდეგ, ევროპარლამენატრები ევროკავშირს მოუწოდებენ იგივე სანქიცების პაკეტი აამოქმედოს “ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ. ამის შესახებ ტვიტერში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს და ჯოზეფ ბორელს და ურსულა ფონდერ ლაიენს მიმართავს.

არის რაიმე შანსი, რომ ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას მსგავი სანქციები დაუწესოს, როგორც აშშ-მა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველო თანხვედრაში მოვიდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან”, – წერს კრამონი.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img