საქართველო დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება

Published:

ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. ხვალ ზუსტად 33 წელი გადის მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 106 წლის წინ კი საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაარსდა.

დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დღე სამხედრო აღლუმით დაიწყება, რომელსაც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი ჩაიბარებს. დამოუკიდებლობის დღისთვის თავდაცვის ძალებმა გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს. 26 მააისს ტრადიცულად ფიცს დადებენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულებიც. ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. საზეიმო ღონისძიება ჩაკრულოს ფონზე ავიაციისა და საჰაერო სარდლობის სადემონსტრაციო გადაფრენით დასრულდება.

“თავდაცვის ძალებს გვაქვს გენერალური რეპეტიცია. სამხედრო ელემენტის მთავარი ნაწილი იქნება ფიცის დადება, რომელიც გაიმართება თბილისში და საქართველოს 5 ლოკაციაზე. ფიცს დადებს საერთო ჯამში 448 სამხედრო მოსამსახურე”, – ამბობს მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img