შოთა ხაბარელი – გუნდი მყარად დგას, დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა

Published:

გუნდი მყარად დგას, ისე, როგორც არასდროს, დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მუქარები და სანქციების თემა არაფერს ნიშნავს.

„დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა. ბულინგი და მუქარა, რომელიც ჩვენ მიმართ მოდის, აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ საქართველო იყოს განვითარებული და დამოუკიდებელი. მუქარები და სანქციების თემა არაფერს ნიშნავს. ალბათ ყველა მიხვდა, რომ ჩვენ სავიჟო რეჟიმით ვერ შეგვაშინებენ. გუნდი მყარად დგას, ისე, როგორც არასდროს. მყარად ვდგავართ, რადგან ვიცით, ეს კანონპროექტი რას ემსახურება. ვიცით, ქვეყანას რა სჭირდება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img