დავითულიანი – კანონის მიღების გამო პარლამენტარის სანქცირება ჯანმრთელი პროცესი არ არის 

Published:

“ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და რისკებს შეიცავს მეორეც” – ბექა დავითულიანი ამბობს, რომ როგორც რუსული კანონის მიღება, ასე არმიღება, ქვეყნისთვის შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს და რომ რისკები ორივე შემთხვევაში არსებობს.

რისკების გააზრების მიუხედავად, “ოცნების” დეპუტატი კატეგორიულად არ ეთანხმება შტატებიდან დაანონსებულ სანქციებს და აცხადებს, რომ ეს ჯანმრთელი პროცესი არ არის და პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის გაჯერებული. 

ყველა თავის გადაწყვეტილებაზე იღებს გადაწყვეტილებას – ვინც ხელს აჭერს და ვინც არ აჭერს. რა ტქმა უნდა გვესმის ხალხის პორტესტი და ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ამ ფიქრის შედეგად, ვინც რა გადაწყვეტილებას იღებს, იღებს იმ გადაწყვეტილებას. ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და რისკებს შეიცავს მეორეც. მე არ მგონია ნორმალური, რომ პარლამენტარი, კანონმდებელი კანონის მიღებისთვის სანქცირდებოდეს, ეს ჯანმრთელი პროცესი მართლა არ მგონია, თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მგონია  და თუ ვინმე ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი უფლებაა.

როგორ არ უნდა მაწუხებდეს როცა ამდენი ადამიანი განიცდის რაღაცას და აქვს გარკვეული შიშები. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ყველა ამ ადამიანზე და ბევრ სხვა რამეზეც, რა ელის ამ ქვეყანას, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც შეიძლება ბევრი რამ ელოდეს და მარტო ცალმხრივად არ შეიძლება ამის განხილვა”, – ამბობს დავითულიანი.

“ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. გადამწყვეტი სხდომა, სადაც ივანიშვილის პარტია რუსული კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად ემზადება, 12 საათზე იწყება. საკანონმდებლო  ორგანოში განსაკუთრებული მობილიზებაა, სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის შიდა ეზოში დიდი რაოდენობით იმყოფება, “ოცნების” დეპუატატები პარლამენტში უკვე შეაცილა.

მართალია,  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და რუსული კანონის ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება, თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება.  თუ “ოცნება” ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, რუსული კანონი ავტომატურად გაუქმდება. 

 ყველაფერი  იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი.  ცხადია, რასაც ოლიგარქი იტყვის,  მისი დეპუტატებიც ზუსტად  ისე მოიქცევიან. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img