ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა

Published:

მსახიობი ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ის დრო დამიდგა სასამართლოში მიბარებენ, თან 41-ე დარბაზში… და მეგობრები მილოცავენ 500-ლარიან ჯარიმას (ან ჯარიმა, ან 15 დღე პატიმრობა უნდა აერჩია მოსამართლეს)“, – წერს ნატალია ყიფშიძე.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, მსახიობ ნატალია ყიფშიძის თქმით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევის მუხლით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img