ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – „EBIT – 2024“ მონაწილეობა მიიღო.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს.
„ვიზიტორებს, ასევე შესაძლებლობა მიეცათ, VR-სათვალის საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, რესურსებსა და მარშრუტებს გასცნობოდნენ. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანია ტურისტული მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.